logo
ENG



POG: ლენტეხის მერიის შენობაზე თავდასხმაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

15 აგვ 202316:55
3 წუთის საკითხავი
 
POG: ლენტეხის მერიის შენობაზე თავდასხმაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის ცნობით, დღეს სასამართლომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უწყების განცხადებით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა - მათი ინფორმაციით, სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.


close დახურვა