პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და ადევნების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. 35 წლამდე კაცი ქორწინების იძულების ბრალდებით გუშინ, 14 ნოემბერს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულთან გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მუქარით ცდილობდა ქორწინებაზე მის იძულებას. ბრალდებულის ქმედების შედეგად, დაზარალებული ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა.
"მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება) და 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.