logo
ENG



POG: ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილმა დირექტორმა 597 200 ლარი მიითვისა

10 ივლ 202317:43
3 წუთის საკითხავი
 
POG: ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილმა დირექტორმა 597 200 ლარი მიითვისა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების საქმეზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

უწყების განცხადებით, სასამართლოში დადასტურდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილი დირექტორი, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების, ასევე ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ზემოხსენებულ პირებს, ანაზღაურების სახით ერიცხებოდათ საბიუჯეტო თანხები, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა - მათი თქმით, ამ დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული ბიუჯეტის კუთვნილ 597 200 ლარს დაეუფლა.


close დახურვა