logo
ENG



POLITICO: ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს ბრიუსელში 13-14 მაისს შეხვდებიან

08 მაი 202321:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/oaekkqj0a0ykv9w.png

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტი შარლ მიშელი უმასპინძლებს.

გამოცემა წერს, რომ შეხვედრა კვირის ბოლოს არის დაგეგმილი და ორი ქვეყნის შორის ურთიერთობების დარეგულირებას მიეძღვნება. ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ლიდერებმა შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერონ ხელი. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ის ავრცელებს, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

POLITICO 2 მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებები 13-14 მაისს ჩატარდება. რაც შეეხება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ისინი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

"ჩვენ ამას აღვიქვამთ სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობის გაგრძელებად, ბრიუსელში სამმხრივი ფორმატის განახლებად და გასულ კვირაში, ვაშინგტონში სამშვიდობო მოლაპარაკებების პოზიტიურ გაგრძელებად", - თქვა გამოცემის წყარომ.

წინა კვირას სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში - ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობდა.

გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოწოდებები საერთო საზღვრის გასწვრივ ბოლოდროინდელი შეტაკებების სერიის შემდეგ გაძლიერდა ბოლო 2 წლის განმავლობაში სადავო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს. გასულ თვეში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზად იყო ეცნო აზერბაიჯანის სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღზე.

***

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა.

არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.


close დახურვა