logo
ENG



Pandora Papers: ილჰამ ალიევის შვილები ოფშორულ კომპანიებს ფლობენ

04 ოქტ 202114:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/04/5tzckyuj9pmm365.jpg
ICIJ

მასშტაბურ ჟურნალისტურ გამოძიებაში ბიძინა ივანიშვილის გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოჯახიც მოხვდა.

Pandora papers-ის მიხედვით არზუ, ჰეიდარ და ლეილა ალიევები ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე 44 კომპანიას ფლობენ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის გამოქვეყნებული მასალების თანახმად, 5 კომპანია, რომელსაც ალიევის შვილები ფლობდნენ 120 მილიონი დოლარის ღირებულების იყო.

ილჰამ ალიევის ვაჟი, ჰეიდარ ალიევი 11 წლის იყო, როცა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში 49 მილიონი დოლარის ღირებულების კომპანიის მფლობელი გახდა.

2013 წლის დასაწყისში ილჰამ ალიევის შვილებმა ოფშორული კომპანიები დედის მხრიდან ბაბუას გადაუფორმეს. 

ალიევის ოჯახი გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს ოფშორულ კონპანიებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს არ სცემს.

Pandora Papers არის ნაწილი იმ საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული მასალების ნაწილია, რომლებიც პირველად 2016 წელს გამოქვეყნდა. 

დოკუმენტებზე რამდენი ათეული ქვეყნის ასზე მეტი გამომძიებელი ჟურნალისტი მუშაობდა.


close დახურვა