კომპანია PayPal Holdings-მა რუსეთში თავისი სერვისები დახურა, რითაც შეუერთდა სხვა ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის გამო შეაჩერეს რუსეთში ოპერირება.
"შექმნილი ვითარების გამო ვაჩერებთ PayPal-ის სერვისევს რუსეთში", - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა. მანვე დასძინა, რომ კომპანია დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გმობს რუსეთის ძალადობრივ სამხედრო აგრესიას უკრაინაში.
უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები მოუწოდებნენ PayPal-ს, დაეტოვებინა რუსეთი და დახმარებოდა მათ დაფინანსების მოზიდვაში.