logo
ENG



Politico: თითქმის გადაწყვეტილია, ვინ დაიკავებს ევროკავშირის წამყვან თანამდებობებს

12 ივნ 202414:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/12/y8qubuml1wlc23d.jpg

Politico წერს, რომ "თითქმის გადაწყვეტილია", ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა რვა ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს მიხედვით, თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს.
  • პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანტონიო კოსტა ევროსაბჭოს პრეზიდენტად მოიაზრება.
  • რობერტა მეცოლა კი ევროპარლამენტის ხელმძღვანელად განიხილება.
  • რაც შეეხება ესტონეთის პრემიერ კაია კალასს, გამოცემის ცნობით, ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ჯოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს.

ანონიმური ევროპელი დიპლომატების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაფერია ჩამოყალიბებული, შეთანხმების საბოლოო მონახაზი ლიდერების არაფორმალურ ვახშამზე 17 ივნისს შეჯერდება.

რაც შეეხება ოფიციალურ შეთანხმებას, როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ 27-28 ივნისის, ანუ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდგომ გახდება ცნობილი.


close დახურვა