logo
ENG



Politico: პენტაგონი აშშ-ში Patriot-ისთვის უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას განიხილავს

23 დეკ 202212:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/23/aesmuc7aw8tr1du.png
Andrew Harnik/AP

თავდაცვის დეპარტამენტის ორი ოფიციალური პირის თქმით, პენტაგონი შეერთებულ შტატების სამხედრო ბაზაზე Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემების გამოყენებაზე  უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვრთნას განიხილავს. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს წვრთნა NATO-ს მიერ მოწოდებული იარაღის სისტემაზე, მათ შორის აშშ-ის წარმოების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემაზე, აღმოსავლეთ ევროპაში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ ამ მომენტამდე არცერთი ტრენინგი არ ჩატარებულა შეერთებულ შტატებში.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის დეპარტამენტი განიხილავს შტატში წვრთნების ჩატარებას, გავრცელდა ერთი დღის შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს. 

კიევი თვეების განმავლობაში ითხოვდა Patriot-ს, მაგრამ აშშ-ს სისტემის სირთულე და ხანგრძლივი სასწავლო პროცესი აფერხებდა. 

პენტაგონის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას  Patriot-ის ოპერირების მიზნით რამდენიმე თვე დასჭირდება. 

თავდაცვის ამ სისტემის ოპერირებას დაახლოებით  90 ჯარისკაცი სჭირდება.


close დახურვა