logo
ENG



Politico: უნგრეთი ევროკავშირს სამი რუსი ოლიგარქისთვის სანქციების მოხსნას სთავაზობს

07 სექ 202211:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/07/sd1swqrf0cmjk2g.jpg

გამოცემა Politico წერს, რომ უნგრეთი მოითხოვს, სანქცირებულთა სიიდან სამი რუსი ოლიგარქი ამოიღონ. საუბარია ალიშერ უსმანოვზე, პეტრ ავენსა და ვიქტორ რაშნიკოვზე.

"ამ ნაბიჯმა აღაშფოთა ევროკავშირის სხვა ქვეყნები, რომლებსაც კარგად ახსოვთ, როგორ უშლიდა ხელს უნგრელი ლიდერი ვიქტორ ორბანი რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესებას", - წერს გამოცემა.

Politico წერს, რომ უნგრეთის შეთავაზებაზე ევროპელი დიპლომატებისგან გაიგო.

სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირმა გადაწყვეტილება სექტემბრის პირველ ნახევარში უნდა მიიღოს. ბოლო მომენტებმა ეს ფორმალობად მიიჩნეოდა. რამდენად შეუძლია უნგრეთის წინადადებამ ხელი შეუშალოს გახანგრძლივებას, ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა