ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შთრაქ-ციმერმანმა გააკრიტიკა გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის გადაწყვეტილებები, რამაც, მისი აზრით, შესაძლებელი გახადა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე.
მან გაიხსენა, რომ 2008 წელს NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას ბევრი მომხრე ჰყავდა, მაგრამ გერმანია და საფრანგეთი რუსეთის პოზიციის გამო, ამას ეწინააღმდეგებოდნენ.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ის, რომ უკრაინა NATO-ში არ გაწევრიანდა, "იმ დროს ფრანგებისა და ანგელა მერკელის დიდი შეცდომა იყო".
2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინისთვის და საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება დაბლოკეს.