Reformerfitness-ში შესული სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე ატარებენ.
ჰიმნი დარბაზში თანამშრომლებმა ჩართეს. დარბაზის გარეთ მოქალაქეები იმყოფებიან, ისინი Reformerfitness-ის მფლობელს მხარდაჭერას უცხადებენ.
საგამოძიებო მოქმედებები უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. პოლიციამ დარბაზიდან ჯერ ხალხი გაიყვანა, შემდეგ კი სპორტული ინვენტარის აღწერა დაიწყო.
ფიტნესკლუბი შეზღუდვებს არ ემორჩილება და დაჯარიმების მიუხედავად, საქმიანობას აგრძელებს.