logo
ENG



Reuters: ელცინის სიძემ პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა, რომელიც 22 წელი ეკავა

31 მაი 202209:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/31/1i0uqfloji36e28.jpg

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის სიძემ, ვალენტინ იუმაშევმა ვლადიმირ პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყარო ელცინ-ცენტრის დირექტორის მოადგილე, ლიუდმილა ტელენია, რომლის სამეურვეო საბჭოს წევრიცაა იუმაშევი. ტელენის თქმით, იუმაშევმა თანამდებობა ჯერ კიდევ აპრილში დატოვა.

"ეს მისი ინიციატივა იყო", - თქვა მან.

ვალენტინ იუმაშევი ელცინის შვილზეა დაქორწინებული, 1997-1998 წლებში იგი ელცინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

იმის შესახებ, რომ იუმაშევი პუტინის მრჩეველი იყო 2018 წელს გახდა ცნობილი. მაშინ გაჟღერდა, რომ მრჩევლად უკვე 18 წელია მუშაობდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინის ადმინისტრაცია ანატოლი ჩუბაისმაც დატოვა. ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ წასვლის მიზეზი სწორედ ომი გახდა. ცნობილია, რომ ახლა ჩუბაისი საზღვარგარეთ იმყოფება, ხოლო რუსეთში მისი ანგარიშების შემოწმება დაიწყეს.


close დახურვა