ისრაელი და ჰამასი ახალი ზავისთვის მზად არიან. ამის შესახებ გამოცემა Reuters ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, მთავარი მიზანი მძევლების გათავისუფლებაა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული უთანხმოება. არსებული ინფორმაციით, ჰამასი გასათავისუფლებელი მძევლების სიის და იმ ხაზის განსაზღვრას მოითხოვს, რომლის მიღმაც არმიამ ჯარი უნდა გაიყვანოს.
დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება დაპირისპირებულ მხარეებს შორის 23 ნოემბერს ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.