გამოცემა Reuters-ის ცნობით, აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.
ამის შესახებ Reuters სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა იუწყება, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო აღჭურვილობას.
ამასთან, ორმა ოფიციალურმა წყარომ Reuters-თან განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კასეტურ საბრძოლო მასალას არ მოიცავს.
დახმარების პაკეტში შედის Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ნაღმების გასაწმენდი მოწყობილობა, საბრძოლო მასალა NASAMS-ისა და HIMARS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, მათ შოტის TOW და JAWELIN, ასევე საბრძოლო მასალა Patriot და Stringer საზენიტო სისტემებისთვის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტზე მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული და შესაძლოა, ის შეიცვალოს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან ეს 43-ე სამხედრო დახმარების პაკეტი იქნება, რომელიც უკრაინას გადაეცემა. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.