logo
ENG



Reuters: გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ზღვაში იპოვეს

09 იან 202116:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/09/l99wi1q7j6fdjhq.jpg

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრენის შემდეგ გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, მაშველებმა ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ზღვაში იპოვეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ვერ ადასტურებენ, ეკუთვნის თუ არა ზღვაში აღმოჩენილი ნამსხვრევები Sriwijaya Air-ის კუთვნილ თვითმფრინავს, რომელზეც 50 პირი მგზავრობდა. 

სამგზავრო თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა BBC-მა. ფრენების ვებგვერდზე, რომელიც სხვადასხვა თვითმფრინავის ადგილმდებარეობას ყოვლწუთიერად აახლებს, გამქრალმა თვითმფრინავმა 1 წუთზე ნაკლებ დროში 3 000 მეტრის სიმაღლე დაკარგა. 

ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. 


close დახურვა