logo
ENG



Reuters: გერმანიაში სკოლაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

19 მაი 202214:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/19/grgoh1lo1ntndgu.jpg
Photo: Sina Schuldt/dpa

გერმანიაში, ქალაქ ბრემერჰავენში მდებარე გერმანულ სკოლაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი ადამიანი.

პოლიციის ცნობით, სროლის შემდეგ შეიარაღებული პირი დააკავეს, ხოლო დაჭრილი პიროვნება კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მოსწავლეები თავიანთ საკლასო ოთახებში მასწავლებლებთან ერთად იმყოფებიან. პოლიცია ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს". - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. 

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, დაშავებული ქალია.

ასევე Bild-ის ინფორმაციით სროლაში ეჭვმიტანელი მეორე პირი გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით ისინი შეიარაღებული იყვნენ არბალეტით

ონლაინ გაზეთი, Nord24 ამბობს, რომ სკოლის მოსწავლემ, რომელმაც სროლის ხმა გაიგო, პოლიცია გამოიძახა.

"ბრემერჰავენის პოლიცია მომხდარის შესახებ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს. გთხოვთ მოერიდოთ მიმდებარე ტერიტორიებს." - წერია პოლიციის განცხადებაში. 


close დახურვა