logo
ENG



Reuters: ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი კვლავ ლაიენი გახდება

25 ივნ 202423:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/25/cak3kxmbax4crei.jpg

გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპული პოლიტიკური ჯგუფები დღეს, 25 ივნისს შეთანხმდნენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას მეორე ვადით გააგრძელებს.

წყაროების თანახმად, სამი ცენტრალური ჯგუფი შეთანხმდა პაკეტზე, რომლის ფარგლებშიც პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოშტა EU-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრების თავმჯდომარე გახდება, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი კი - საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

Reuters წერს, რომ მოსალოდნელია, EU-ის ლიდერებმა ამ შეთანხმებაზე თანხმობა ბრიუსელის სამიტზე განაცხადონ, რომელიც ხუთშაბათს, 27 ივნისს იწყება.

გამოცემის თანახმად, თუ ამ პაკეტს ევროპარლამენტში მხარს დაუჭერენ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიი პრეზიდენტი დამატებით 5 წელი იქნება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე შარლ მიშელს ანტონიო კოშტა ჩაანაცვლებს, ხოლო საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელის ნაცვლად კაია კალასი იქნება.

Reuters-ის თანახმად, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როგორ წინააღმდეგობას გაუწევენ ამ პაკეტს ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრები, როგორებიც არიან იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. ვიქტორ ორბანმა ღიად განაცხადა, რომ წინააღმდეგობას უწევს ლიდერების ამ პაკეტს.

"ინკლუზიურობის ნაცვლად, ეს გაყოფის მარცვლებს თესავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები უნდა წარმოადგენდნენ ყველა წევრ ქვეყანას და არა მხოლოდ მემარცხენეებსა და ლიბერალებს", - დაწერა ვიქტორ ორბანმა X-ზე. 


close დახურვა