logo
ENG



Reuters: თუ პეკინი მოსკოვს ომში დაეხმარება, აშშ ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

02 მარ 202311:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/02/q9vnfk7ox7zdtto.png

აშშ მოკავშირეებთან ერთად ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს იმ შემთხვევაში თუ პეკინი მოსკოვს ომში დაეხმარება.

ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

შეერთებულ შტატებს სურს გამოიყენოს რიგი ქვეყნების მხარდაჭერა, განსაკუთრებით G7-დან, რათა ჩინეთის მიმართ შესაძლო შეზღუდვებზე მხარდაჭერა მოიპოვოს.

Reuters-ი წერს, რომ რა კონკრეტულ სანქციებს შესთავაზებს ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს. ჩინეთმა ეს ინფორმაცია უარყო. 


close დახურვა