თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ბოსფორის სრუტის გავლით გაიხსნას დერეფანი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის. ინფორმაციას გამოცემა Reuters-თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თურქეთი ორივესთან, რუსეთთან და უკრაინასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის. თურქეთიდან დერეფნის გახსნაზე იყო მოთხოვნა რომ ამ მარცვლეულმა სამიზნე ბაზრებამდე მიაღწიოს, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება“ - უყვება წყარო Reuters-ს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ოთხშაბათს, 24 მაისს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა საკვები პროდუქტების გასატანად დერეფანი შექმნას, იმ პირობით თუ რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული ზოგიერთი სანქცია მოეხსნება.
თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინისა და რუსეთის მეზობელი ქვეყანაა. მისი ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო, ორივე ქვეყანასთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს.
გარდა ამისა მედიას ორმა სხვა წყარომაც დაუდასტურა, რომ თურქეთი უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანის შესახებ განხილვებშია. ერთ-ერთი წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი NATO-ს წევრია, რუსეთი მას ალიანსის წევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით მას უფრო „ნეიტრალურად“ მიიჩნევს.
„თურქეთი მზადაა რომ უმეთვალყურეოს ოდესიდან შავი ზღვის გავლით ამ ექსპორტებს და მზადაა დახმარებისთვის“ - აცხადებს თურქეთის ხელისუფლების წევრი გამოცემასთან.