logo
ENG



Reuters: თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა

06 თებ 202309:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/lozr4p7h28cua5k.png
REUTERS

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის კატასტროფების სააგენტომ განაცხადა, რომ 76 ადამიანი დაიღუპა და 440 დაშავდა. გამოცხადდა "მე-4 დონის განგაში", რომელიც საერთაშორისო დახმარებას მოითხოვს.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, იქ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან , ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.

რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, გადარჩენილებს კი ნანგრევების ქვეშ ეძებენ.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაზარალდა 10 ქალაქი: გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, ჰატაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი.


close დახურვა