logo
ENG



Reuters: რუსეთის ხელისუფლების ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევის დაწყების წინააღმდეგია

21 დეკ 202200:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/21/1vpq4ioobkdjbk6.jpg

რუსეთის ხელმძღვანელობებში უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებებია. ინფორმაციას Reuters-ი შეერთებული შტატების დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის შეტევა ზაფხულის შემდეგ საგრძნობლად შეფერხდა, რაც უკრაინის კონტრშეტევით მიღებული დანაკარგებით არის განპირობებული. 

"რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც რუსეთის ფედერაციაში, რომლებსაც, ჩემი აზრით, სურთ განახორციელონ [ახალი] თავდასხმები უკრაინაში, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებსაც აქვთ რეალური კითხვები რუსეთის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომ ეს რეალურად განახორციელოს", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.

მისივე თქმით, რუსეთი ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალის სერიოზულ დეფიციტს განიცდის.

"რუსეთი საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის, რაც მთავარი პრობლემაა ფრონტის ხაზზე. ბევრი პრობლემაა, რომლებსაც რუსები აწყდებიან საჭირო აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის არსებობის თვალსაზრისით, ეს კი მათ ხელს უშლის, განახორციელონ ის, რისი გაკეთებაც სურთ", - თქვა მან.

 


close დახურვა