Reuters სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უახლოეს კვირებში ანგოლაში ვიზიტს გეგმავს.
ის ბარაკ ობამას შემდეგ (2015 წელი) აშშ-ის პირველი მეთაური გახდება, რომელიც სუბ-საჰარის აფრიკას ეწვევა.
გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელიც ჯერ კიდევ დაგეგმვის პროცესშია, სავარაუდოდ, სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის შემდეგ და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შედგება.
თეთრმა სახლმა მოგზაურობის გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
როგორც ცნობილია, ბაიდენს ანგოლაში ჩასვლა გასული წლის ბოლოს სურდა, თუმცა მოგზაურობა ოქტომბერში ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების გამო გადაიდო.
აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ აფრიკის კონტინენტთან უფრო მჭიდრო პარტნიორობა ექნება, რადგან პეკინი რეგიონში დიდ ინვესტიციებს ახორციელებს.