Reuters ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გასროლილი მაღალი სიზუსტის რაკეტებიდან 60% არ მუშაობს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ მონაცემებმა შესაძლოა ახსნას, რატომ ვერ მიაღწია მოსკოვმა დასახულ მიზნებს, მაგალითად, გაანადგუროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ვაშინგტონის გამოთვლებით, წარუმატებელი გაშვებების მაჩვენებელი ცვალებადია, თუმცა ხანდახან 50-60%-ს აღწევს.
Reuters სამ წყაროს ეყრდნობა, თუმცა ისინი არ ამბობენ, რა მონაცემებს მოიცავს მათი დასკვნა ან რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს ტექნიკური პრობლემა. სააგენტო ორ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტების გაშვების ნებისმიერი წარუმატებლობის მაჩვენებელი 20%-დან ზევით უკვე მაღალია.
მიმდინარე კვირას პენტაგონის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ უკრაინის მიმართულებით უკვე 1000 სხვადასხვა ტიპის რაკეტაა გაუშვეს.