logo
ENG



Reuters: ჩეხეთმა უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკა გაუგზავნა

08 აპრ 202218:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/08/g6162zwe8qitcq7.jpg
Anton Novoderezhkin / TASS

ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინას ტანკები, რაკეტის გამშვებები, ქვემეხები და ქვეითთა საბრძოლო ტრანსპორტი გაუგზავნა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ს წყარო უყვება, რომ უკრაინისთვის უკვე გაგზავნილი სამხედრო დახმარება ასობით მილიონი დოლარის ღირებულებისაა და ქვეყანა აპირებს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ ამ კვირაში ჩეხეთიდან უკრაინაში 5 ერთეული T-72 ტანკი და 5 ერთეული BVP-1 ან BMP-1 ქვეითთა საბრძოლო ტრანსპორტი გაიგზავნა. მისი თქმით, ეს არაა უკრაინაში მძიმე აღჭურვილობის გაგზავნის პირველი შემთხვევა.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ მათ ვაწვდით მძიმე სახმელეთო აღჭურვილობას - მე ვამბობ ზოგადად, მაგრამ თუ განვმარტავთ, ეს ცხადია, რომ მოიცავს ტანკებს და ქვეითთა საბრძოლო ტრანსპორტს, ქვემეხებსა და რამდენიმე რაკეტის გამშვებს.

ყველაფერი, რაც გაიგზავნა ჩეხეთის რესპუბლიკიდან [ჯამში] ასობით მილიონ დოლარის ღირებულებისაა“, - აცხადებს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა ომის დაწყებიდან მოუწოდებს დასავლეთს დამატებითი იარაღის, განსაკუთრებით კი მძიმე აღჭურვილობის მიწოდების თხოვნით.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად ეხმარებიან უკრაინას იარაღებითა და სამხედრო აღჭურვილობით.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონზე შეტევისთვის ემზადებიან.


close დახურვა