Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 21-22 ივლისს ჩატარდა, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ორი პროცენტული პუნქტით უსწრებს. კამალა ჰარისმა 44% მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა - 42%.
1-2 ივლისის გამოკითხვით, ტრამპი ერთი პროცენტული პუნქტით ლიდერობდა, ხოლო 15-16 ივლისის გამოკითხვაში, ორივე კანდიდატმა 44% მიიღო. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გამოკითხვები კანდიდატების მხარდაჭერის შესახებ მნიშვნელოვან სიგნალებს იძლევა, თუმცა საბოლოო ჯამში, როგორც წესი, გამარჯვება ე.წ. მერყევ შტატებზეა დამოკიდებული.
რეგისტრირებული ამომრჩევლი 56% ეთანხმება მოსაზრებას, რომ 59 წლის ჰარისს "მკვეთრი გონება აქვს და გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია", 49%-თან შედარებით, რომლებმაც იგივე 78 წლის დონალდ ტრამპზე თქვეს.
გარდა ამისა, დემოკრატების ამომრჩევლების სამი მეოთხედი ეთანხმებიან იმას, რომ პარტიამ ახლა მხარი ჰარისის კანდიდატურას უნდა დაუჭიროს.
გამოკითხვაში, რომელიც ონლაინ ჩატარდა, აშშ-ის მასშტაბით 1241-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 1018 რეგისტრირებული ამომრჩეველი იყო. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტული პუნქტია.