logo
ENG



Ryanair 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ აღადგენს

17 თებ 202118:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/17/czoavkfsbrwe2y6.jpg

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ აღადგენს. ინფორმაციას კომპანიის სათავო ოფისზე დაყრდნობით გამოცემა ბიემჯი ავრცელებს. 

"კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე, Ryanair საქართველოს მიმართულებით 2021 წლის განმავლობაში ფრენებს არ განახორციელებს. ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ ჩვენს ქსელში არსებულ აეროპორტებთან, რათა ხელი შევუწყოთ საავიაციო ნაკადების აღდგენას, თუმცა ამასთანავე ჩვენი კომპანია თანდათანობით აგრძელებს გამოსვლას იმ რთული ვითარებიდან, რაც კორონავირუსს უკავშირდებოდა", - უთხრა კომპანიამ გამოცემას.

Ryanair-მა საქართველოში პირველი ფრენა 2019 წლის 7 ნოემბერს, მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით შეასრულა. ავიაკომპანია ქუთაისიდან ფრენებს ბოლონიისა და მარსელის, თბილისიდან კი მილანის მიმართულებით ასრულებდა. Ryanair 2020 წლიდან 12 ახალი მიმართულების დამატებას გეგმავდა.

საქართველოში ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები პირველ თებერვალს მოიხსნა. 


close დახურვა