logo
ENG



SJC: საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა

20 ივლ 202614:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/20/p2bg1fhzhhcx0bt.png

სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს ეხმაურება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის ნორმალიზების დადასტურებაა. 

"ბოლო პერიოდში გახმაურებული არაერთი საქმე აჩვენებს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება უკვე დიდი ხანია ცალკეული თანამშრომლების ერთეულ გადაცდომებს გასცდა და საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილად იქცა, რასაც სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობა, ინსტიტუციური კონტროლის სისუსტე, დაუსჯელობის კულტურა და პოლიტიკური გავლენები ქმნის.

ბოლო წლებში საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და დე ფაქტო ავტორიტარიზმის ფორმალიზებამ ეს პრობლემა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებამ, მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების კიდევ უფრო მაღალმა კონსოლიდაციამ, პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვამ და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტების გაუარესებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოლიციის პოლიტიკური პროცესების სამართავად გამოყენებას.

მედიით გაშუქებული შემთხვევები, სავარაუდოდ, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის რეალური მასშტაბის მხოლოდ მცირე ნაწილია. ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა, სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ საუბარს შურისძიების, უკანონო დევნის, ახალი ბრალდების წარდგენის, მტკიცებულებების გაყალბების ან სხვა ფორმით ანგარიშსწორების შიშით ერიდება", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა