logo
ENG



SabaUni რუსული კანონის გამო სასწავლო პროცესს 20 მაისამდე აჩერებს

14 მაი 202413:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/fo5gijumt3i6ncg.jpg

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

საბაუნი წერს, რომ აკადემიური საბჭო აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დაუშვებლად მიიჩნევს.

"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება", - ნათქვამია განცხადებაში.

სულხა-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას "მიუღებლად" მიიჩნევენ.

***

13 მაისს ფორმულა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების რექტორებისგან სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის გაფიცვის დაგმობას ითხოვს.

წყაროს ცნობით, განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ "საგანმანათლებლო სივრცე დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან" - უწყება რექტორებისგან ამ განცხადებაზე ხელის მოწერას ითხოვს.

განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ტექსტში წერია, რომ უნივერსიტეტებისთვის "კატეგორიულად მიუღებელია მათი სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება".

დღეს რექტორების მიერ გავრცელებული განცხადება წყაროს მიერ მოწოდებული განცხადების ტექსტს.

 

 


close დახურვა