logo
ENG



Sky News: ბრიტანეთი უკრაინისთვის Challenger 2-ის ტანკების მიწოდებას განიხილავს

09 იან 202319:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/09/76pc3l0ycg4ggmj.png
BBC

Sky News-ის ინფორმაციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ბრიტანული Challenger 2-ის ტანკების მიწოდებას განიხილავს

Sky News-ის ცნობით, უკრაინის ბრიტანული არმიის რამდენიმე ძირითადი საბრძოლო ტანკით მომარაგების შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

ზოგიერთი ცნობით, საუბარია 10 Challenger 2 ტანკზე.

"ეს ქმედება წაახალისებს სხვებს." - განაცხადა უკრაინულმა წყარომ.

რიში სუნაკის მთავრობას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ თუ გაერთიანებული სამეფო ხელს მოაწერს ამ გადაწყვეტილებას, დიდი ბრიტანეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინელი ლიდერების თხოვნას მათი სამხედროების მძლავრი დასავლური ტანკებით აღჭურვის შესახებ უპასუხებს. 


close დახურვა