logo
ENG



#StandWithBelarus - ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში სოლიდარობის აქცია იმართება

07 თებ 202115:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/07/h8pnon98geadc4t.png

ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში სოლიდარობის აქცია იმართება. 

ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა წიხანოვსკაიამ ბელარუსის მცხოვრებლებს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბელარუსს მხარს უჭერენ, სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა მიიღონ. 

2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნების გაყალბების შემდეგ, როცა პრეზიდენტად კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა, ბელარუსში საპროტესტო აქციები არ ცხრება. მოქალაქეები ლუკაშენკოს გადადგომას და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 

ასევე, აშშ-ის ეუთოს მისიამ ბელარუსში და მიუთითა, რომ ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესებას განაგრძობს. 

"ხელისუფლება იყენებს დრაკონულ მეთოდებს სიმართლის დასამალად და ადამიანის უფლებების შელახვაზე პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად". - წერია აშშ-ის ეუთოს მისიის ტვიეტრზე

მხარდაჭერა გამოხატეს ნორვეგიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. 

ასევე, ბელარუს ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრია, ჰეიკო მაასმა. 

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა გაავრცელეს საერთო განცხადებაც, რომელშიც მხარდაჭერილია ბელარუსი ხალხი და ხაზგასმულია პოლიტიკური დიალოგის დაწყების აუცილებლობა. 

ბელარუს ხალხსმხარი დაუჭირა ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პარტიამ, EPP-მ, ასევე ევროკომისიამ. 

ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, კარლ ბილდტმა ტვიტერზე დაწერა: 

"ბელარისში, ძლიერყინვაში, პროტესტი გრძელდება. რეჟიმი, რომლის ბირთვიც რეპრესიული აპარატია, თანდათანობით ირღვევა. მაგრამ ხანგრძლივად შეუძლებელი იქნება უფრო და უფრო თავისუფალი საზოგადოების ძლიერი მოთხოვნების იგნორირება". - დაწერა მან.  


close დახურვა