logo
ENG



THE SUN: მან. იუნაიტედი სულშერს დაითხოვს

19 ნოე 202116:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/19/7foh5akl9l2zj2y.jpg

THE SUN-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს  პოსტიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს.

გამოცემა წერს, რომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ნორვეგიელი სპეციალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო და ახალი მწვრთნელის პოსტზე შესაფერისი კანდიდატურის ძიებაშია.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, კლუბი აქტიურად განიხილავს „ლესტერის“ ამჟამინდელ მთავარი მწვრთნელის, ბრენდონ როჯერსის, ასევე, ზინედინ ზიდანის კანდიდატურას.

ცნობილია, რომ ლეგენდარულმა ფრანგმა ზაფხულამდე პაუზის აღება გადაწვიტა. შესაბამისად, უფრო დიდი შანსია, რომ სულშერი როჯერსმა შეცვალოს.

11 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 17 ქულით ინგლისის პრემიერლიგაში მე-6 ადგილზეა. სულშერის მომზადებული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 4 შეხვედრის შემდეგ 7 ქულით ( F ) ჯგუფის ლიდერია, თუმცა ამდენივე ქულა აქვს „ვილიარეალს“, ხოლო მესამე ადგილზე 5 ქულით „ატალანტაა“.


close დახურვა