logo
ENG



TI, ISFED: შსს-ს ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

03 ივნ 202300:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/03/q982jdsnptkou9m.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ბანერების გაშლის გამო ადამიანების დაკავება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ორგანიზაციები მოუწოდებენ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 1 ივნისს, პოლიციამ ბექა გრიგორიადისს, ლაზარე გრიგორიადისის მამას, პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება უკანონოდ შეუზღუდა, რის შემდეგაც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი", - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიცია პარლამენტის წინ აქციაზე ბანერების გამო მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს.

უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ დააკავეს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც ცარიელი ფურცელი ეჭირა. იურისტი გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ დაკავებულებს შორისაა ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველიც.

"პარლამენტთან ვართ, გადაგვიარეს და კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს-მასიურზე წარწერები ჰქონდა ღარიბაშვილს ახასიათებდა, ჯერ მაისური გაახდევინეს, ახლა დააკავეს. ველოდებით სასწრაფოს. პ.ს. დაკავებული არასრულწლოვანია", - წერს სოცქსელში აქტივისტი ნიკა ფარულავა.

დღეს პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. 

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა. 

ამის შემდეგ პარლამენტთან უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო მისვლა. 


close დახურვა