logo
ENG



TI: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს

08 აპრ 202410:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/08/rumuyj83dfo2ppo.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე, რომელიც სისტემაში ე.წ. კლანის წევრია, 2024 წლის დეკლარაციაში ცოლის უძრავ ქონებებს მალავს. 

კერძოდ, მისი ცოლს, ზეინაბ ჭელიძეს ეკუთვნის 2 დაუდეკლარირებელი ქონება:

  • 984 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში. 
  • 520 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში. 

"საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ლევან მიქაბერიძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს", - აღნიშნავს TI. 

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად სასამართლოს გაჯანსაღების მიზნით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების გადამოწმებაა.

 

close დახურვა