logo
ENG



TI: 2019 წელს პატრიოტთა ალიანსმა 1 676 618-ლარიანი დაფინანსება მიიღო

09 ივლ 202014:47
3 წუთის საკითხავი
 
0yy8mzl4cgs57uk.jpg

2019 წელს პატრიოტთა ალიანსმა 1 676 618-ლარიანი დაფინანსება მიიღო, რითიც „ქართული ოცნების“ შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, მმართველი „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10-მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა.

მესამე ადგილს იკავებს "ევროპული საქართველო", 1 643 099 ლარით. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ზემოაღნიშნული პარტიების ხარჯებსაც აქვეყნებს, რომლებიც მათ 2019 წელს გაწიეს.

„19-მა პარტიამ 2019 წელს სულ 20 723 057 ლარი დახარჯა, რომლის 43% - 8 877 711 ლარი - მმართველ პარტიაზე მოდის. 2 206 248 ლარით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო”; 1 671 775 ლარით მესამეზე კი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანს “, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა