logo
ENG



TI: 2022 წელს პარლამენტში სიტყვით 18 დეპუტატი არ გამოსულა

29 ივნ 202311:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/29/x16q6s7w0agrrjd.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2022 წელს პარლამენტში სიტყვის გამოსვლის უფლებით 18-მა დეპუტატმა არ ისარგებლა. აქედან 10 უმრავლესობის, ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატია. ამის შესახებ ორგანიზაცია პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასებაში წერს.

უმრავლესობა: ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე.

ოპოზიცია: გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი.

გარდა ამისა, TI აღნიშნავს, რომ პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა).

რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივეს, ამ უფლებით პარლამენტის 99-მა წევრმა ისარგებლა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილი (38 კანონის პროექტი). ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე დაიხარჯა 1,739,782.93 ლარი. პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704,69 ლარი.

"2022 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლა და კომიტეტზე დასწრება დაუსაბუთებლად, პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ეზღუდებოდათ. პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა პარლამენტის მონიტორინგის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს", - აღნიშნავს TI-ში.


close დახურვა