logo
ENG



TI: მედიაგარემოს გაუარესებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო

31 მაი 202114:22
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო მედია გარემოს კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, მედიაგარემოს გაუარესებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება საფრთხის შემცველი გახდა ჟურნალისტებისათვის, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის.

"მმართველი პარტიის წევრთა აგრესიული რიტორიკა და სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ მათ მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და ძალადობაზე არასათანადო რეაგირება - ეს არის არასრული ნუსხა იმ პრობლემებისა, რომლის წინაშეც დღეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დგანან. სწორედ განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების აგრესიული მიდგომის გამოძახილია ჟურნალისტების წინააღმდეგ  გახშირებული ძალადობის ფაქტები", - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები და მიმოხილულია პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის კონკრეტული შემთხვევები.  

ანგარიშში ასევე საუბარია ჟურნალისტების მიმართ მუქარასა და აგრესიულ რიტორიკაზე, ფარულ მოსმენაზე, დეზინფორმაციულ კამპანიასა და ინსტიტუციურ დევნაზე.

სრული ანგარიში იხილეთ აქ.

 


close დახურვა