logo
ENG



TI: რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1300 კომპანიას არეგისტრირებენ

25 ივლ 202314:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/25/yjd5diyzbarvlyb.jpg

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს.

მათ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ (2022 წლის მარტი) რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დაარეგისტრირეს. ეს მონაცემები გასული 27 წლის მონაცემებს თითქმის სამჯერ აღემატება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 1995-2022 წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების რიცხვი 7788-ს შეადგენს.


close დახურვა