უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ადგილი დაიკავა TIME100-ის 2022 წლის გამოკითხვაში, სადაც მკითხველები ხმას აძლევდნენ იმ ადამიანებს, ვინც, მათი აზრით, უნდა მოხვდეს ჟურნალის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში.
გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 3.3 მილიონმა ადამიანმა მიიღო, საიდანაც 5% პრეზიდენტ ზელენსკის 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვან საჯარო ფიგურად ასახელებს.
მანამდე ზელენსკიმ ჟურნალ TIME-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იცის, რომ მსოფლიოს გარშემო მას კონფლიქტის განმავლობაში მრავალი ადამიანი ახლოდან აკვირდება.
„შენ ხვდები რომ გიყურებენ. შენ სიმბოლო ხარ. შენ უნდა იმოქმედო ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს მეთაური.“ - განაცხადა ზელენსკიმ.
საჯარო გამოკითხვაში მეორე ადგილი ილონ მასკმა დაიკავა, ვინც Twitter-ის ახალი მფლობელი და Tesla და SpaceX-ს აღმასრულებელი დირექტორია. მან ხმების 3.5% აიღო, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კი ხმების 3.4%-ით მესამე ადგილი დაიკავა.