logo
ENG



TI ავთო წერეთლის მიმართ შესაძლო მუქარაზე: სამართალდამცველებმა სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება

21 ოქტ 202018:00
3 წუთის საკითხავი
 
vofj6weuzth1eja.jpg

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო ეხმაურება TV პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესაძლო მუქარას და მოუწოდებს სამართალდამცველებს, რომ სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება.

ვატო წერეთლის განცხადებით, სწორედ ტვ პირველის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით იყო განპირობებული ავთო წერეთლის მიმართ განხორციელებული მუქარა.

"სოციალურ მედიაში და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით და თავად ავთანდილ წერეთლის განცხადებით, მას სპორტული აღნაგობის ორი პირი დახვდა ღია საჯარო სივრცეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მისი შვილის კუთვნილი ტელეარხი სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლიდა. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტზე, უზრუნველყონ საქმის დროული და ეფექტური გამოძიება და საზოგადოებისათვის შედეგების გაცნობა", - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

ტვ პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ მამამისს, ბიზნესმენ ავთო წერეთელს მოკვლით დაემუქრნენ. შსს-მ ფორმულას განუცხადა, რომ ამ საქმეზე განცხადება მალე გაკეთდება. 


close დახურვა