logo
ENG



TI მედიაგარემოზე: რუსული პროპაგანდა საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს

22 ოქტ 202014:41
3 წუთის საკითხავი
 
xp4we7e8gxt4ybb.jpg

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ 2016-2020 წლების საქართველოს მედიაგარემო შეაფასა და რამდენიმე ტენდენცია გამოკვეთა. როგორც TI-ში აცხადებენ, მართლმსაჯულებასა და სამართალდამცავ სისტემებზე საკუთარ ზეგავლენას ხელისუფლება აქტიურად იყენებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით.

როგორც საერთაშორისო გამჭირვალობაში აცხადებენ, 2016-2020 წლებში დაფიქსირდა მედიაწარმომადგენლების მიმართ მუქარისა და ფიზიკური დაზიანებების ათობით ფაქტი, რომელსაც კანონით შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

"ქართული მედიაგარემო პლურალისტური, მაგრამ უკიდურესად პოლარიზებულია. მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია, პარტიების მიერ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აღიქმება, შესაბამისად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირება პირდაპირ აისახება მედიაგარემოზე. რუსული პროპაგანდა და შიდა დეზინფორმაცია საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ბოლო ოთხ წელში გაორმაგებულია ანტიდასავლური გზავნილები", - აცხადებენ არასამთავრობო განცხადებაში.

TI-ში აცხადებენ, რომ ფინანსური მდგრადობა სერიოზულ გამოწვევად რჩება ქართული მედიისათვის. გარდა ამისა, არსებობს ლეგიტიმური კითხვები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობასა და მასზე ხელისუფლების ზეგავლენასთან დაკავშირებით.


close დახურვა