ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის თანამშრომლების მტკიცებით, მათ ნაცვლად სამუშაოდ რუსი სპეციალისტები ჩამოჰყავთ. ამის შესახებ TUT.BY იუწყება.
ერთ-ერთი თანამშრომლის, ალინა მარტინოვსკაიას თქმით, ის სამსახურში არ შეუშვეს. მარტინოვსკაია ვარაუდობს, რომ მისი სამსახურში არშეშვება ხელმძღვანელობისადმი მიწერილ წერილს უკავშირდება, რომელსაც მან სხვა თანამშრომლებთან ერთად მოაწერა ხელი.
კიდევ ერთი გაფიცული თანამშრომლის განცხადებით, რუს სპეციალისტებს მათზე უფრო მეტი ხელფასები აქვთ.
თავად რუსი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი შენობაში მეგობრების და კოლეგების მოსანახულებლად მივიდნენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ნამდვილად ეძებს, როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მასშტაბით.
TUT.BY ცდილობს ინფორმაციას დაზუსტებას და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას, თუმცა მედია წერს, რომ მათ ზარებს არ პასუხობენ.
ცნობისთვის, ბელარუსში სამთავრობო ჟურნალისტები და სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაიფიცნენ.