ტელეწამყვანის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, TV პირველის 217 თანამშრომელს დღეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა.
როგორც გრიგოლია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ტელეკომპანიაში თანამშრომლების გატესტვა მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ, 9 სექტემბერს, ერთ-ერთ ჟურნალისტს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ვირუსი ასევე დაუდასტურდა ჟურნალისტის მეუღლეს ლევან გოგიჩაიშვილს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და პარტია ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის წევრია. მომხდარის გამო, პარტიის ლიდერები და თანამშრომლები, რომლებსაც ბოლო დღეებში გოგიჩაიშვილთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.