ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეში ჟურნალისტების უფლებებს დაიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციას უკვე ჰქონდა საუბარი ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან.
ისინი გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან. ასოციაცია გმობს მედიის წარმომადგენლებზე გახშირებულ თავდასხმებს და აცხადებს, რომ ეს მძიმე დანაშაულია.
„ამ ტიპის ძალადობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს. აუცილებელია კონკრეტულმა პირებმა აგონ პასუხი. მზად ვართ, ამ საქმეში ჩავერთოთ და დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები“, - განაცხადა საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.
„TV პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს 14 დეკემბერს გამართულ „ქართული ოცნების“ აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.