თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში მომხდარი ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა და აფეთქების საშიშროება შეიქმნა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლა უსაფრთხოება სრულად დაცულია.
"გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია", - წერია განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გლდანში მანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.