logo
ENG



Tbilisi Energy: გლდანში ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება იყო

29 ივლ 202315:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/29/a3g7bcwep2lurna.png
ფოტო: Tbilisi Energy

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში მომხდარი ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა და აფეთქების საშიშროება შეიქმნა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლა უსაფრთხოება სრულად დაცულია.

"გლდანის 5 მ/, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია", - წერია განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გლდანში მანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა

 


close დახურვა