logo
ENG



Telegraph: უკრაინა-აშშ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის $800-მილიარდიან შეთანხმებას გააფორმებენ

11 იან 202600:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/11/awkkdwud2voiy2f.png

Telegraph-ის ცნობით, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები დავოსში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე ქვეყნის აღსადგენად "კეთილდღეობის" $800-მილიარდიან შეთანხმებაზე ხელმოწერას გეგმავენ.

როგორც დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა Telegraph-ს განუცხადეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად შვეიცარიაში მიემგზავრებიან, სადაც მათი შეხვედრა და შეთანხმებაზე საბოლოო ხელმოწერაა მოსალოდნელი.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებდა, რომ მომავალ კვირას თეთრ სახლში გაემგზავრებოდა, სადაც მას "კეთილდღეობის" გეგმასა და უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულებების გაფორმება სურდა, თუმცა "მსურველთა კოალიციაში" შემავალმა ევროპელმა მხარდამჭერებმა შესთავაზეს, რომ ტრამპთან შესახვედრად უფრო შესაფერისი ალტერნატივა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იყო.

Telegraph წერს,რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გეგმა მიზნად ისახავს ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 მილიარდი დოლარის (600 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) მოზიდვას უკრაინის აღსადგენად და მისი ეკონომიკის ასამუშავებლად.

გამოცემის თანახმად, შეთანხმება გზას გაუხსნის კერძო კომპანიებიდან სესხების, გრანტებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მეშვეობით აღნიშნული თანხების მოძიებას.

ზელენსკის თქმით კი, შეთანხმება უზრუნველყოფს ეკონომიკურ აღდგენას, სამუშაო ადგილების აღდგენას და უკრაინაში სიცოცხლის დაბრუნებას"

 


close დახურვა