![2022/08/24/yyvx26nppo2inav.jpg](/uploads_script3/articles/2022/08/24/yyvx26nppo2inav.jpg)
ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განაახლებს. ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით რეისებს 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ასრულებდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პირდაპირი რეისები ბანგკოკი-თბილისი -ბანგკოკის საჰაერო ხაზზე, საწყის ეტაპზე, 8-29 ოქტომბერს კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. მათივე ინფორმაციით, ფრენები ასევე ზამთარშიც გაგრძელდება.