logo
ENG



The Guardian: უკრაინაში ომის გარდამტეხი მომენტი მაისში დადგება

28 აპრ 202214:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/pw02ehw98ti2dc4.jpg

უკრაინაში ომის გარდამტეხი მომენტი შემდეგ თვეში დადგება, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დასავლური იარაღის ახალი პარტია შევა, მათ შორის ამერიკული ჰაუბიცები გერმანულ და ბრიტანულ საზენიტო იარაღთან ერთად. ამის შესახებ The Guardian წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომი შეჩერებულია. რუსეთის შეტევა დონბასზე ბოლომდე წარმატებული არ არის და მოსკოვი დიდი გარღვევისთვის ემზადება.

აღმოსავლეთში რუსული ჯარების წარუმატებლობას ჟურნალისტები რეგიონში არსებულ არახელსაყრელ ამინდს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერ წინააღმდეგობას, ასევე რუსეთის სარდლობისა და კონტროლის პრობლემებს მიაწერენ.

ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მასშტაბურ კონტრშეტევაზე გადასვლას და დასავლეთისგან იარაღს ელოდებიან. ამასთან, თუ სამხედრო დახმარება არ იქნება საკმარისი ბალანსის შესაცვლელად, “დაიბადება კითხვა, კიდევ რა ვალდებულებების აღებაზე არიან მზად აშშ, დიდი ბრიტანეთი და NATO-ს წევრი სახელმწიფოები“.

28 აპრილს, გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება დაამტკიცა.

ასევე წინა დღეებში, გერმანია დათანხმდა უკრაინისთვის Gepard-ის თვითმავალი საზენიტო იარაღის მიწოდებას. 

აშშ-მა და კანადამაც დაადასტურეს, რომ უკრაინას მეტ მძიმე შეიარაღებას მიაწვდიან.


close დახურვა