გამოცემა The Hill წერს, რომ საქართველოს მასობრივო საპროტესტო აქციების წინააღმდეგ სამთავრობო რეპრესიების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებს.
ამ საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, უკვე ხუთშაბათს ადმინისტრაციამ სამგზავრო შეზღუდვა გამოაცხადოს იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეები იყვნენ საარჩევნო პროცესისთვის ძირის გამოთხრაში.
ბაიდენის ადმინისტრაციაში დიდი ხანია შეშფოთებას გამოხატავენ ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, რაც, მათ შორის, მოიცავს არჩევნების დარღვევებით ჩატარებასა, საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევას და ქართული ოცნების წარმომადგენლების დეზინფორმაციულ, მტრულ და პროპაგანდისტულ რიტორიკას. აშშ-მა უკვე შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა.
5 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა, მან დაგმო "სასტიკი და გაუმართლებელი ძალადობა საქართველოს მოქალაქეების, პროტესტის მონაწილეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ" და ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებაზე, მათ შორის დამატებითი სანქციების დაწესებაზე მიუთითა.