რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნას მოლდოვიდან შეეცდება. ამის შესახებ The Times-ი უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, მოლდოვის წარმატებულად დაპყრობა გამოიწვევს რუსეთის ჯარების გადაადგილებას ოდესის შავი ზღვის პორტში.
„ჩვენ გვჯერა, რომ კრემლმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ. მოლდოვას ბედი ძალიან გადამწყვეტია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, ჩვენ ვიქნებით უფრო მარტივი სამიზნე სამხედრო თვალსაზრისით და უკრაინის საფრთხე იქნება ეგზისტენციალური“, - განაცხადა წყარომ.